წყნეთის ქუჩაზე სამანქანე გზის ნაწილი ჩაინგრა


ავტორი
Front News საქართველო
ვაკეში, წყნეთის მე-5 შესახვევში საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ მიწის მასა ჩამოიშალა და სამანქანე გზის ნაწილი ჩაინგრა.
შემთხვევის ადგილზე ორსართულიანი შენობის მშენებლობა მიმდინარეობს, ადგილობრივების განცხადებით, მიწის ჩამოშლა სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია.
მათივე თქმით, სამშენებლო ობიექტის ტერიტორია მეწყერსაშიში ზონაა. სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელების თქმით კი, მშენებლობის ნებართვის საფუძველზე გეგმით გათვალისწინებულ სამუშაოებს ასრულებდნენ, კერძოდ, გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა მიმდინარეობდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ სამანქანე ასფალტის ზედაპირი ნაყარ მიწაზე იყო დაგებული, რამაც მიწის ჩამოშლა გამოიწვია.
ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერიის წარმომადგენლები. როგორც ვაკის გამგებელმა დავით კვინიკაძემ განმარტა, შემთხვევას მუნიციპალური ინსპექცია შეისწავლის. იქამდე კი სამშენებლო სამუშაოები შეჩერდება.
თაგები:


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა