წყნეთში სროლის შედეგად ორი ადამიანია დაჭრილი


ავტორი
Front News საქართველო
წყნეთში სროლის შედეგად ორი ადამიანია დაჭრილი, არსებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადგაზე ორმა მამაკაცმა ერთმანეთი დაჭრა.
ორივე მათგანს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული.
ამ დროისთვის ერთ-ერთი დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა მძიმეა, მეორე დაჭრილს კი ვერ პოულობენ. ვარაუდობენ, რომ ის შესაძლოა, მიმდებარე ტერიტორიაზე იყოს მიმალული.
არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებაში სხვა ადამიანებიც მონაწილეობდნენ, რომლებსაც სამართალდამცველები ახლა წყნეთის ტერიტორიაზე ეძებენ.
შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ. გამოძიება ძველი თბილისის სამმართველომ დაიწყო.
თაგები:
დაჭრა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა