წვევამდელებმა საჩხერეში სამთო მომზადების საბაზისო სწავლება გაიარეს

ავტორი
Front News საქართველო
საჩხერის ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში, 6 თვის ვადით გაწვეული წვევამდელების სწავლება გაიმართა. თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის, 43-ე ქვეითი ბატალიონის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში, წვევამდელებმა სამთო მომზადების საბაზისო სწავლება გაიარეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამთო სკოლის ინსტრუქტორების დახმარებით ისინი სამთო აღჭურვილობას, მოხმარების წესებს და ტექნიკურ მონაცემებს გაეცნენ. სასწავლო უბნებზე წვევამდელებმა ხელოვნურ კლდეზე ცოცვა, სიმაღლიდან დაშვება და საბაზისო კვანძების გამოყენება წარმატებით შეასრულეს
მე-4 ქვეითი ბრიგადის, 43-ე ქვეითი ბატალიონის წვევამდელები, აღმოსავლეთ სარდლობის შემადგენლობაში 6 თვის მანძილზე ყოველდღიურად მსახურობენ. საბრძოლო ქვედანაყოფში მათ გამოცდილი სამხედრო მოსამსახურეები ამზადებენ.
2025 წლიდან წვევამდელები ეროვნულ სამხედრო სამსახურს თავდაცვის ძალებში გადიან. საგულისხმოა, რომ უწყება წვევამდელებს ახალ პირობებს, მათთვის ხელსაყრელ გაწვევის ვადებს, სახელფასო დანამატებსა და გაუმჯობესებულ სოციალურ პირობებს სთავაზობს. აღნიშნულმა სიახლემ ახალგაზრდებში ნებაყოფლობით გაწვეულთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაზარდა. მზარდი დინამიკით ხასიათდება წვევამდელთა შორის თავდაცვის ძალებში სამსახურის მსურველთა რიცხვიც.
წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, ძლიერი თავდაცვის რეზერვის შექმნასა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
თაგები:
წვევამდელები
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


