"თუ ატყობ, რომ ქვეყნის სტაბილურობას საფრთხე არასამთავრობოებიდან ემუქრება, დაფინანსების წყაროც უნდა შეუწყვიტო და პასუხიც უნდა აგებინო"


ავტორი
Front News საქართველო
მოდი და ნუ დაეთანხმები, რასაც ბატონი აშშ-ის ვიცე პრეზიდენტ ჯეი დი ვენსი ამბობს. რა თქმა უნდა, თუ ქვეყანა ხარ და შენი ეროვნული და სახელმწიფო ინტერესები გაგაჩნია, თუ ატყობ, რომ შენი ქვეყნის სტაბილურობას საფრთხე ემუქრება და ეს საფრთხე სწორედ რომ არასამთავრობოებიდან მომდინარეობს, რომლებიც არეულობას და პოლიტიკურ ძალადობას აფინანსებენ, მათ დაფინანსების წყაროც უნდა შეუწყვიტო და პასუხი უნდა აგებინო კიდეც, - წერს "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ამგვარ მიდგომას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ყველგან უნდა დაუჭიროს მხარი, მათ შორის, საქართველოშიც, რომელმაც დიდი ხნის წინ დაიწყო არასამთავრობოების მიერ პოლიტიკურიძალადობის აღსაკვეთად ბრძოლა.
"მოდი და ნუ დაეთანხმები, რასაც ბატონი აშშ-ის ვიცე პრეზიდენტ ჯეი დი ვენსი ამბობს. რა თქმა უნდა, თუ ქვეყანა ხარ და შენი ეროვნული და სახელმწიფო ინტერესები გაგაჩნია, თუ ატყობ, რომ შენი ქვეყნის სტაბილურობას საფრთხე ემუქრება და ეს საფრთხე სწორედ რომ არასამთავრობოებიდან მომდინარეობს, რომლებიც არეულობას და პოლიტიკურ ძალადობას აფინანსებენ, მათ დაფინანსების წყაროც უნდა შეუწყვიტო და პასუხი უნდა აგებინო კიდეც...
და ამ ბრძოლას მხარი უნდა დაუჭირო არა მარტო შეერთებულ შტატებში, არამედ ყველგან - ევროპაშიც, აზიაშიც და აფრიკაშიც, განსაკუთრებით კი იმ ქვეყანაში, რომელმაც ეს ბრძოლა დიდი ხნის წინ დაიწყო, ამ ქვეყანას კი საქართველო ჰქვია, რომელთან სტრატეგიული ურთიერთობაც აშშ-ის წინა ხელისუფლებამ შეაჩერა, დღევანდელისგან კი ამ ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყებას ველით. იმ ბრძოლაში კი, რომელიც არასამთავრობოების მიერ პოლიტიკური ძალადობის აღკვეთას ემსახურება, ყველაზე დიდი მხარდამჭერი საქართველოა", - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
თაგები:
ლევან ნიკოლეიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს