Logo

თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ 1,024 ფეხბურთელს თამაშის უფლება შეუჩერა

სპორტი
97
Frontnews image description

ფსონებთან დაკავშირებული სკანდალის გამო თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ 1,024 ფეხბურთელს თამაშის უფლება შეუჩერა. მათგან 27 თურქეთის სუპერლიგის მოთამაშეა და განსახილველად საქმეები დისციპლინარულ საბჭოს გადაეცა.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 571 მსაჯიდან 371-ს ფსონების ანგარიში ჰქონდა, მათგან 152 კი აქტიურად მონაწილეობდა აზარტულ თამაშებში.

გამოძიების გამო, თურქეთის მესამე და მეოთხე დივიზიონების მატჩები ორი კვირით გადაიდო, თუმცა ქვეყნის უმაღლესი ორი დივიზიონის შეხვედრები ჩვეულებრივ გაგრძელდება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, გამოძიების ფარგლებში რვა ადამიანი დააკავეს.

სკანდალი თავდაპირველად 27 ოქტომბერს გავრცელდა, როდესაც თურქეთის საფეხბურთო ფედერაციის პრეზიდენტმა იბრაჰიმ ჰაჩიოსმანოღლუმ განაცხადა, რომ ასობით მსაჯი ფსონების ანგარიშებთან იყო დაკავშირებული

თაგები:

თურქეთი
Advertisement