თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბორტზე მყოფი ოცივე პირის ცხედარი ნაპოვნია

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოსა და თურქეთის შესაბამისი სამსახურების მიერ, სამდღიან, უწყვეტ რეჟიმში ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბორტზე მყოფი ოცივე პირის ცხედარი ნაპოვნია.
"ეკიპაჟის ოცივე წევრის ცხედარი ნაპოვნია. გუშინ 19 ცხედარი გადავასვენეთ პროზექტურაში. დაახლოებით ნახევარი საათის წინ კი ვიპოვეთ მეოცე ცხედარიც - ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და საგამოძიებო ჯგუფი აგრძელებს მუშაობს.
გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ყველა ტექნიკური საშუალება და თვითმფრინავის ფრაგმენტები ნანახია და მიმდინარეობს ექსპერტიზა. საგამოძიებო და სამაშველო ღონისძიებებში ჩართული იყო ათასზე მეტი ადამიანი, როგორც ქართული, ასევე, თურქული მხარის წარმომადგენლები.
მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებსა და თურქულ მხარეს გაწეული საქმიანობისთვის", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ.
თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა 11 ნოემბერს საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში განიცადა.
თაგები:
ავიაკატასტროფა
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


