Logo

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი შაიხან ალ ნოვაისი გახდა

მსოფლიოპოლიტიკა
3 დღის წინ / 20:49
191
Frontnews image description

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე გაერთიანებული საამიროების კანდიდატი შაიხან ნასერ ალ ნოვაისი აირჩიეს.

ალ ნოვაისი ამ თანამდებობაზე პირველი ქალია. ის Rotana Hotel Group-ის მფლობელის ქალიშვილია.

როგორც უცხოური მედია წერს, პირველ ტურში არაბთა გაერთიანებული საამიროების კანდიდატმა შაიხა ნასერ ალ ნოვაისმა, რომელიც სრული აუტსაიდერი იყო მცირე გამოცდილებით, ყველაზე მეტი ხმა მიიღო, რამაც მეორე ტური არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საბერძნეთის ქვეყნებს შორის შექმნა. პირველ ტურში ალ ნოვაისმა 16 ხმა მიიღო, საბერძნეთმა - 11, მექსიკას - 6, ხოლო განას - 2 ჰქონდა. მეორე ტურში არაბთა გაერთიანებული საამიროების კანდიდატმა 24 ხმა მიიღო, ხოლო საბერძნეთმა - 11.

შეიხა ალ ნოვაისიმ თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილი ჩაანაცვლა, რომელიც პოსტს 2 ვადით იკავებდა. მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობამ მისი კანდიდატურა უკან გაიწვია.

თაგები:

Advertisement