“უბრალოდ ჯდომა და ლოდინი არ გამოვა” – პოდოლიაკი უკრაინის მოკავშირეებს მიმართავს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა უკრაინის მოკავშირეებს მნიშვნელოვანი განცხადებით მიმართა.
“ილუზიების გარეშე. არ არსებობს პოზიციური ომი (არ არის წინსვლა, მაგრამ ბრძოლის ინტენსივობა უკიდურესად მაღალია), არ არსებობს “გაყინვის” ნიშნები. რუსეთის ფედერაციას არ გადაუწყვეტია თავისი ძირითადი ამოცანები (მათ შორის, სუვერენული სახელმწიფოს განადგურება, უცხო ტერიტორიების მიტაცება და ლეგალური კონსოლიდაცია, ფილტრაცია/დეპორტაცია და არალოიალური მოსახლეობის დიდი ჯგუფების განადგურება) და ამიტომ აგრძელებს ესკალაციას“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
მისივე თქმით, რუსეთი ომში ყველა თავის რესურსს იყენებს და ამ ტიპის ომს მხოლოდ სამხედრო გადაწყვეტა აქვს.
“ამიტომ, კიდევ ერთხელ: მოდი, არ გვქონდეს ილუზიები, ჩვენ ვერ შევძლებთ მხოლოდ ჯდომას და ლოდინს, ჩვენ მაინც მოგვიწევს მკვეთრად გავზარდოთ სამხედრო წარმოება და გავაჯეროთ უკრაინა თანაბარი რაოდენობის იარაღით. რაც უფრო სწრაფია, მით უფრო ეფექტური და უკეთესად გამოიყურება ვითარება“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
თაგები:
მიხაილო პოდოლიაკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს