Logo

უიტკოფი - ვფიქრობ, ორშაბათი იქნება მნიშვნელოვანი დღე იმის განსაზღვრისთვის, როგორ დავასრულებთ ამ მოლაპარაკებებს

უკრაინა
4 საათის წინ / 23:37
136
Frontnews image description

ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარი ომის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანი დღე იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის საუბარი პუტინთან "გადაჭრის გარკვეულ გაუგებრობებს და მიგვიყვანს იქ, სადაც უნდა მივიდეთ“.

"მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან წარმატებული საუბარი. ისინი იცნობენ ერთმანეთს. პრეზიდენტი მტკიცედ არის განწყობილი ამ საკითხში რაიმეს მიღწევისთვის და თუ მას არ შეუძლია ამის გაკეთება, მაშინ ვერავინ შეძლებს“, – განაცხადა უიტკოფმა.

მისივე თქმით, აშშ-ის მიზანია, შეამციროს "უფსკრული მხარეებს შორის“.

"გარკვეულწილად თითოეული მხარე იცავს თავის პოზიციას. და ვფიქრობ, რომ ორშაბათი იქნება მნიშვნელოვანი დღე იმის განსაზღვრისთვის, თუ სად ვიმყოფებით და როგორ დავასრულებთ ამ მოლაპარაკებებს“,- განაცხადა უიტკოფმა.​​​​​​​​​​​​​​​​

Advertisement