“უკიდეგანოდ სულელია და უსაზღვროდ ბოროტი, პოლიტიკური დევნილიდან მაქცია ყველანაირ დევნილად”


ავტორი
Front News საქართველო
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "ქართული ოცნების" დეპუტატის თეა წულუკიანის მიერ მისი სატელეფონო ნომრის პლენარულ სხდომაზე გასაჯაროებას სასამართლო პროცესის დაწყებამდე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
"რაც შეეხება თეა წულუკიანს, ჩემს წარმოსახვაში თეა წულუკიანი არის ადამიანი, რომელსაც სკოლა რომ დაამთავრა, მამამ ჯალათის ნაჯახი აჩუქა, ეს არის თეა წულუკიანი ჩემს წარმოსახვაში, თან სულელი, უკიდეგანოდ სულელია და უსაზღვროდ ბოროტი. რა უნდა ვილაპარაკო, ახლა დარღვია ყველაფერი რაც შეიძლება, პირდაპირ, პოლიტიკური დევნილიდან მაქცია ყველანაირ დევნილად", – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მისივე თქმით, 200-მდე ზარი უკვე მიიღო და მათ რა თქმა უნდა, არ პასუხობს.
"შემოდის მესიჯები მასზე კარგის არმთქმელი და ჩემი მხარდამჭერი. მესიჯებით მუქარას ეტყობა ვერ ბედავენ, იმიტომ, რომ ეგრევე ვუჩივლებ. ყველა შემთხვევაში, გავყვები ციხემდე, როცა ხელისუფლება შეიცვლება, ვინც აპირებს, რომ რეკოს და მუქარის მესიჯები წეროს", – აღნიშნა გვარამიამ.
წულუკიანმა გვარამიას ტელეფონის ნომერი პარლამენტის პლენარულ სესიაზე გამოაცხადა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა