Logo

“უკიდურესად შემაშფოთებელია სასამართლოს გადაწყვეტილება ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე!”

საზოგადოება
1418
Frontnews image description

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სასამართლოს მიერ "ნაციონალური მოძროაბის" თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმეზე მიღებულ განაჩენს ეხმაურება.

"უკიდურესად შემაშფოთებელია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე!

მე და ჩემი თანამშრომლები მთელი დღის განმავლობაში ვადევნებდით თვალს მიმდინარე პროცესს. ჩვენი დაკვირვებით, ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაასაბუთებდა აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ღონისძიების – პატიმრობის, გამოყენების აუცილებლობას. იმედია, ზემდგომი ან საერთაშორისო სასამართლოები ამ გადაწყვეტილებას შეცვლიან!" – წერს ნინო ლომჯარია.

თაგები:

Advertisement