უკრაინა და პოლონეთი მარცვლეულის ტრანზიტის განახლებაზე შეთანხმდნენ

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინა და პოლონეთი სურსათის ტრანზიტის აღდგენაზე შეთანხმდნენ, – ინფორმაციას უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოლაპარაკებები დღეს განახლდა და დისკუსიების შედეგად ქვეყნებმა შეთანხმებას მიაღწიეს.
“მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ უკრაინული სასოფლო-სამეურნეო საქონლის ტრანზიტი პოლონეთის ტერიტორიაზე განიბლოკება პარასკევს, 21 აპრილს, 22 აპრილს, შაბათის ღამეს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ.
მისი თქმით, ახლა მთავრობა ელოდება ოფიციალურ კომუნიკაციას პოლონეთის მხრიდან უკრაინული პროდუქციის პოლონეთის გავლით ტრანსპორტირების ტექნიკურ ასპექტებზე.
ამავდროულად, როგორც პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა რობერტ ტელუსმა განაცხადა, მისმა ქვეყანამ მოახერხა ისეთი მექანიზმების შემუშავება, რომ მარცვლეული პოლონეთში ტრანზიტის დროს არ დარჩეს. მისი თქმით, ამისთვის სპეციალური მონიტორინგის სისტემა დაინერგება.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


