უკრაინა ევროკავშირის დახმარების ფარგლებში 70 სამხედრო თვითმფრინავს მიიღებს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალები ევროკავშირის დახმარების ფარგლებში 70 სამხედრო თვითმფრინავს მიიღებს. ინფორმაციას უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ აქვეყნებს.
“ჩვენი პარტნიორები გადმოგვცემენ „მიგ-29“-სა და „სუ-25“-ს! აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება მათი ბაზირება პოლონეთის აეროდრომებზე, რომლებიდანაც უკრაინელი მფრინავები საბრძოლო ამოცანებს შეასრულებენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
პოლონეთი უკრაინას გადასცემს „მიგ-29“ ტიპის 28 თვითმფრინავს, სლოვაკეთი – „მიგ-29“ ტიპის 12 თვითმფრინავს, ხოლო ბულგარეთი „მიგ-29“ ტიპის 16 თვითმფრინავს და „სუ-25“ ტიპის 14 თვითმფრინავს.
თაგები:
უკრაინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს