“უკრაინა კარგავს პოზიციებს” – თეთრი სახლი კონგრესს უმოქმედობაში ადანაშაულებს


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის კონგრესის უმოქმედობა იწვევს იმას, რომ უკრაინა ფრონტის ხაზზე პოზიციებს კარგავს, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.
“ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, რამდენიმე თვის განმავლობაში, ჩვენ ვნახეთ, რომ უკრაინა კარგავდა პოზიციას ბრძოლის ველზე და ეს გამოწვეულია კონგრესის უმოქმედობით”, – განაცხადა ჟან-პიერმა.
მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს უკრაინის დახმარება, როგორც ამას აკეთებდა სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.
თეთრი სახლის პრესმდივნის თქმით, უკრაინელი დამცველები იბრძვიან უკრაინის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, ასევე პუტინის აგრესიის წინააღმდეგ.
“ჩვენ ვიცით, რა მოხდება, თუ არ შეაჩერებთ დიქტატორს. თუ სპიკერი ჯონსონი წარადგენს ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტს (60 მილიარდი დოლარის დახმარება უკრაინას), ვიცით, რომ ის მიიღებს აბსოლუტურ მხარდაჭერას”, – განაცხადა ჟან-პიერმა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს