უკრაინა ომის დროს ჩინოვნიკებს საზღვარგარეთ გამგზავრებას უკრძალავს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა დღეიდან ოფიციალურ პირებს ომის დროს საზღვარგარეთ გამგზავრება აუკრძალა, განსაკუთრებული მიზეზის გარეშე.
“ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილების განსახორციელებლად მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომელიც უკრძალავს ოფიციალურ პირებს ომის განმავლობაში საზღვარგარეთ გამგზავრებას საპატიო მიზეზის გარეშე“, – წერს უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი.
სახალხო დეპუტატებს, თანამდებობის პირებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, პროკურორებს, მოსამართლეებს და სხვა თანამდებობის პირებს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა შეუძლიათ მივლინების საფუძველზე.
“შესაძლებელია საზღვარგარეთ წასვლა მოლაპარაკებისთვის, სამკურნალოდ, არასრულწლოვანთა მოვლაზე. არ შეიძლება შვებულებაში წასვლა, სამწუხაროდ, არიან ისეთებიც, ვისაც ომის დროსაც არ ესმოდა ეს ელემენტარული რამ. ამიტომ, იქ იყო ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება, იყო უკრაინის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულება და ახლა არის მინისტრთა კაბინეტის შესაბამისი დადგენილება“, – აცხადებს შმიგალი.
23 იანვარს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც უკრაინელი ოფიციალური პირებს საზღვარგარეთ გამგზავრებაზე შეზღუდვები დაუწესდათ.
თაგები:
დენის შმიგალი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს