
ავტორი
Front News საქართველო
"რამშტაინის" შეხვედრაზე უკრაინისთვის დაახლოებით 4 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტები გამოცხადდა, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიხაილ ფედოროვმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ბევრი პარტნიორი მზადაა, გაზარდოს დახმარების მოცულობა, რადგან მათ დაინახეს "შესაძლებლობების ფანჯარა“ მას შემდეგ, რაც უკრაინამ შეძლო „შედეგების მიღწევა ომის მრავალ მიმართულებაში“.
"დღეს, ალბათ, PURL-ისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დახმარების პაკეტი გამოცხადდა. ეს 1 მილიარდი დოლარია. დღეს ასევე გამოცხადდა დახმარების პაკეტი შორი დისტანციის არტილერიისთვის, ანუ 30 კილომეტრზე მეტი დიაპაზონის მქონე შორი დისტანციის არტილერიისთვის", - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, მხოლოდ ნიდერლანდებმა გამოაცხადეს დახმარება, რომელიც დაახლოებით 700 ფრთოსან რაკეტას მოიცავს.
როგორც მან აღნიშნა, ამავდროულად, პაკეტების საბოლოო ოდენობის გამოთვლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ამიტომ მხარდაჭერის საბოლოო მოცულობამ შესაძლოა 4 მილიარდ დოლარს გადააჭარბოს.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.
"საჰაერო თავდაცვა კვლავ ჩვენი ყურადღების ცენტრშია. ჩვენ უკრაინას კიდევ ერთი IRIS-T სისტემა მივაწოდეთ. ასევე, ცოტა ხნის წინ დავაჩქარეთ IRIS-T SLS და SLM მართვადი რაკეტების მიწოდება. გარდა ამისა, ჩვენ ჩვენივე მარაგებიდან სამნიშნა რაოდენობის ჰაერი-ჰაერი ტიპის რაკეტებს გადავიტანთ", - განაცხადა პისტორიუსმა.
მისივე თქმით, ბერლინი Jumpstart პროგრამის ფარგლებში PAC-3 რაკეტების დამატებითი შესაძენად 200 მილიონ დოლარს გამოყოფს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს