უკრაინა საქართველოსგან მოითხოვს, მიხეილ სააკაშვილს ღირსეულად მოექცნენ


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინა საქართველოსგან მოითხოვს, ღირსეულად მოექცნენ უკრაინის მოქალაქეს მიხეილ სააკაშვილს და დაუშვებლად მიიჩნევს ძალადობის გამოყენებას მის მიმართ, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლაი ტოჩიცკიმ უკრაინაში საქართველოს ელჩთან გიორგი ზაქარაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
„მინისტრის მოადგილემ ქართულ მხარეს აცნობა ჩვენი ხელისუფლების პოზიცია უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ღირსეულად მოქცევის აუცილებლობისა და მისდამი ფიზიკური ძალის გამოუყენებლობის შესახებ“, – აცხადებენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა კვლავაც განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს სააკაშვილის უფლებების დაცვას, რაც საქართველოს ვალდებულებაა საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად.
უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიმდინარე კვირაში უკვე ორჯერ გამოიძახეს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს