Logo

უკრაინამ დიდი ბრიტანეთისა და აშშ-სგან მორიგი სამხედრო დახმარება მიიღო

უკრაინა
1345
Frontnews image description

უკრაინამ დიდი ბრიტანეთისა და აშშ-სგან სამხედრო დახმარება მიიღო. უკრაინის თავდაცვის მინისტრის ალექსეი რეზნიკოვის ინფორმაციით, ბორისპოლის აეროპორტში აშშ-ის მხრიდან სამხედრო დახმარების ფარგლებში, რიგით მეცხრე თვითმფრინავი დაეშვა.

 

მინისტრის თქმით, უკრაინამ აშშ-სგან დახმარების სახით 80 ტონა საბრძოლო ვაზნები მიიღო. ამასთან, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დიდმა ბრიტანეთმა უკრაინის სახმელეთო ძალებს სხვადასხვა სახის აღჭურვილობა გადასცა. კერძოდ, ჯავშანჟილეტები, ჩაფხუტები და სხვა სამხედრო საჭიროების აღჭურვილობა.

 

სამხედრო აღჭურვილობით დატვირთული თვითმფრინავები უკრაინაში 8-9 თებერვალს ჩაფრინდნენ. 

Advertisement