უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო


ავტორი
Front News საქართველო
დღეს, 25 ივნისს, ოფიციალურად დაიწყო მოლაპარაკებები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ეს მოხდა პირველ სამთავრობათაშორისო კონფერენციაზე ლუქსემბურგში.
დღესვე დაიწყება მოლდოვას გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები.
მთავრობათაშორის კონფერენციაზე უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა გაიხსენა, რომ ორ წელზე მეტი ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ხელი მოაწერა უკრაინის განცხადებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ამის შემდეგ ევროპულმა საბჭომ დაადასტურა უკრაინის კანდიდატის სტატუსი ბლოკში წევრობისთვის.
“დღეს ჩვენ ოფიციალურად ვიწყებთ მოლაპარაკებებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, ეს არის ისტორიული დღე უკრაინისთვის და ჩვენი ერისთვის”, – განაცხადა შმიგალმა.
შმიგალის თქმით, ათასობით უკრაინელმა სიცოცხლე დათმო დამოუკიდებელ და ევროპული უკრაინისთვის, მათი წყალობით უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლებელია.
“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მივაღწიოთ ამას, გვესმის, რომ წინ ბევრი სამუშაო გველის, ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია სწრაფად ვიმოქმედოთ და მივაღწიოთ შეუძლებელს”, – განაცხადა შმიგალმა.
თაგები:
უკრაინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს