Logo

უკრაინამ რუსების ტყვეობიდან 108 ქალი გაათავისუფლა

უკრაინა
1470
Frontnews image description

მოსკოვსა და კიევს შორის ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად, რუსეთის ტყვეობიდან 108 ქალი გათავისუფლდა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ავრცელებს.

 

ერმაკის თქმით, ტყვეობიდან გათავისუფლებულ უკრაინელ ქალებს შორისაა “აზოვსტალიდან” ევაკუირებული 37 ქალი, 11 ოფიცერი, 85 სერჟანტი და რიგითი, ასევე 12 სამოქალაქო პირი. 

 

გათავისუფლებულებს შორის არიან ასევე გოგონები, რომლებიც ტყვედ ჯერ კიდევ რუსეთის ფართომასშტაბიან ინტერვენციამდე ჩავარდნენ.

 

“დღეს შესაძლებელი გახდა, ჩაგვეტარებინა ტყვეების მორიგი მასშტაბური გაცვლა. განსაკუთრებით ემოციური და ნამდვილად განსაკუთრებული – ჩვენ ტყვეობიდან გავათავისუფლეთ 108 ქალი. ტყვეობაში იმყოფებოდნენ დედები და ქალიშვილები, რომლებსაც ძალიან ელოდნენ ახლობლები“, – აცხადებს ერმაკი.

Advertisement