უკრაინამ რუსების ტყვეობიდან კიდევ 50 ჯარისკაცი გაათავისუფლა, მათ შორის მარიუპოლისა და ბახმუტის დამცველები


ავტორი
Front News საქართველო
დღეს უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო ტყვეების მორიგი გაცვლა მოხდა, შედეგად 50 უკრაინელი დამცველი სახლებში დაბრუნდა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, ტყვეობიდან თავისუფლებულთა შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ტერორისტული თავდაცვის, ეროვნული გვარდიის და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის, საზღვაო ძალების და სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროები.
“33 ოფიცერი და 17 რიგითი და სერჟანტი. ჩვენ დავაბრუნეთ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე დატყვევებული ადამიანები, ასევე მარიუპოლის დამცველები, ბიჭები ბახმუტიდან, ასევე კიევიდან, ჩერნიგოვიდან, ხერსონიდან”, – წერს ერმაკი.
მისივე თქმით, ეს არ არის ბოლო გაცვლა, რადგან უკრაინის ამოცანაა ყველა დატყვევებულის დაბრუნება და ის ამას შეასრულებს.
31 დეკემბერს უკრაინას და რუსეთს შორის სამხედრო ტყვეების მორიგი გაცვლის დროს სახლებში უკრაინის 140 დამცველი დაბრუნდა, მათ შორის მებრძოლები მარიუპოლიდან და კუნძულ ზმეინიდან.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს