Logo

უკრაინამ სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დახურა

უკრაინა
24.02.2022 / 09:21
1384
Frontnews image description

უკრაინამ სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. გადაწყვეტილება უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო მიიღეს.

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს გამთენიისას დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. 

 

პუტინი მიმართვაში აღნიშნავს, რომ რუსეთის გეგმებში არ შედის უკრაინის ოკუპაცია, თუმცა რუსეთი ისწრაფვის მისი დემილიტარიზაციისკენ.

 

რუსეთის პრეზიდენტის მიმართვიდან მალევე უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა გაისმა.

თაგები:

უკრაინა
Advertisement