უკრაინამ სანქციები დაუწესა პირებს, რომლებიც რუსეთს სარკინიგზო გადაზიდვებში ეხმარებიან


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი პაკეტი შემოიღო, ამჯერად შეზღუდვები შეეხება იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომლებსაც რუსეთის ფედერაცია სარკინიგზო გადაზიდვებისთვის იყენებს.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“დღეს ხელი მოვაწერე განკარგულებას ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილების შესრულების შესახებ სანქციების თაობაზე იურიდიული და ფიზიკური პირების მიმართ, რომელსაც აგრესორი სახელმწიფო სამხედრო ტექნიკისა და ჯარისკაცების სარკინიგზო ტრანსპორტირების მიზნით იყენებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, საუბარია 185 კომპანიასა და ფიზიკურ პირზე. მათი ქონება უკრაინაში დაბლოკილია, ქონება კი თავდაცვას მოხმარდება და უკრაინა იმუშავებს იმისთვის, რომ მსგავსი ბლოკირება სხვა ქვეყნების მიმართაც გამოიყენონ.
“მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებაში! და, სხვათა შორის, მადლობას ვუხდი ყველა გამომძიებელს, ვინც ამხელს იმ გზებს, რომლებსაც ტერორისტული სახელმწიფო იყენებს სანქციების გვერდის ავლის მცდელობაში!” – განაცხადა ზელენსკიმ.
სიაში შედიან შემდეგი საწარმოები: “ბელარუსი”, “ურალკალი”, “გომელის ქიმიური ქარხანა”, ბელარუსის რკინიგზის სახელმწიფო ასოციაცია, “რუზაევის ქიმიური საინჟინრო ქარხანა”, “გაზპრომბანკის ლიზინგი”. შეზღუდვები დაწესებულია 10 წლის ვადით.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს