უკრაინამ შავ ზღვაში “ბოიკოს კოშკებზე” კონტროლი დაიბრუნა

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინამ შავ ზღვაში ყირიმის სანაპიროზე ნავთობის წარმოების პლატფორმები დააბრუნა, ე.წ. “ბოიკოს კოშკებზე“ კონტროლი უნიკალური სპეცოპერაციის წყალობით დამყარდა, – ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ავრცელებს.
“ამ ოპერაციის ერთ-ერთი ეტაპის დროს მოხდა ბრძოლა უკრაინის სპეცრაზმსა და რუსულ სუ-30 გამანადგურებელს შორის. ბრძოლის შედეგად რუსული თვითმფრინავი დამარცხდა და იძულებული გახდა უკან დაეხია”, – წერს დაზვერვის მთავარი სამმართველო.
“ბოიკოს კოშკები” არის გაზისა და ნავთობის საბურღი პლატფორმები ყირიმის სანაპიროზე შავ ზღვაში. სახელი დაერქვა 2011 წელს სტატიის შემდეგ, “კოშკი ბოიკოსთვის”, სადაც საუბარი იყო პლატფორმების შესყიდვაზე გაბერილი ფასებით ენერგეტიკის სამინისტროს მიერ, რომელსაც იური ბოიკო ხელმძღვანელობდა.
რუსეთმა იგი 2012 წელს დაიპყრო და სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისთანავე გამოიყენა იგი სამხედრო მიზნებისთვის, კერძოდ, ვერტმფრენების და სარადარო აღჭურვილობის განთავსებისთვის.
ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, შავ ზღვაში მდებარე „ბოიკოს კოშკები“ სტრატეგიული ობიექტია.
თაგები:
ყირიმი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


