უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე სამშობლოში ჩამოასვენეს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინაში დაღუპული ვანო ნადირაძის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს.
ქართველი მეომრის ცხედარს თბილისში მეგობრები, ოჯახის წევრები, მოქალაქეები და თანამებრძოლები საქართველოს და უკრაინის დროშებით დახვდნენ.
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ ვანო ნადირაძის ცხედარს აეროპორტში საპატიო ყარაული არ დაახვედრეს.
"ვანო ნადირაძის ცხედარს აეროპორტში საპატიო ყარაული არ დაახვედრეს. ამ მართლა უსამშობლოებმა და არაქართველებმა", - წერს ჟორჟოლიანი.
უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე რამდენიმე დღის წინ დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.
ქართველი მეომრის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა კიევის ტაძარშიც.
თაგები:
ვანო ნადირაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს