უკრაინაში დაჭრილი “ფოქს ნიუსის” ოპერატორი გარდაიცვალა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინაში 14 მარტს დაჭრილი “ფოქს ნიუსის“ ოპერატორი პიერ ზაკრჟევსკი გარდაიცვალა.
ზაკრჟევსკი კორესპონდენტ ბენჟამინ ჰოლთან ერთად უკრაინის დედაქალაქის სიახლოვეს იმყოფებოდა, როდესაც მათ მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. ჟურნალისტი ჰოლი დაჭრილია და საავადმყოფოშია გადაყვანილი.
“პიერი იყო ომის რეპორტიორი, რომელიც ყველა საერთაშორისო ახალ ამბავს აშუქებდა ცხელი წერტილებიდან – ავღანეთიდან სირიამდე. ის უკრაინაში თებერვლიდან მუშაობდა. ის მრავალმხრივ ნიჭიერი იყო და არ არსებობდა როლი, რომლის მორგებაც მას არ შეეძლო – ფოტოგრაფიდან პროდიუსერამდე“, – განაცხადა „ფოქს ნიუსის“ ხელმძღვანელმა სიუზან სკოტმა.
თაგები:
უკრაინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს