უკრაინაში კადიროვის სპეციალური პოლკის ვიცე-პოლკოვნიკი მოკლეს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინაში კადიროვის სპეციალური პოლკის ვიცე-პოლკოვნიკი ზაურ დიმაევი მოკლეს. ინფორმაციას რუსული ტელეგრამ-არხი Baza ავრცელებს.
“დაღუპულთა შორის არის კადიროვის სახელობის სპეციალური პოლკის მე-4 ბატალიონის მეთაურის მოადგილე ზაურ დიმაევი. ის და მანქანის მძღოლი შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპნენ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობილია, რომ ავტომობილ UAZ Patriot-ს, რომელშიც რუსი ჯარისკაცების ჯგუფი იმყოფებოდა, მათ შორის დიმაევი, ცეცხლი გაუხსნეს. დაიჭრა კიდევ ოთხი რუსი ოკუპანტი.
ამასთან, არ არის დაკონკრეტებული, კონკრეტულად სად იქნა ლიკვიდირებული დიმაევი – ზაპოროჟიეში თუ ლუგანსკის ოლქში.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს