უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერია დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მებრძოლის მამა არჩილ ხოფერია ავრცელებს.
“ჩემი შვილი ჯამბულათ ხოფერია აღესრულა უკრაინაში..ვფიქრობდი, დროშა, რომელიც ჩვენ აღვმართეთ დამპყრობლებთან ბრძოლაში, საიმედო ხელში იყო, მაგრამ უფალმა ისევ მე დამიბრუნა..
ჩვენ ვერ გაგვტეხენ.. ეს ჩვენი ხვედრია და ამ განსაცდელსაც ისე შევხვდებით როგორც ჩვენ გვეკადრება..
მტრებს ყველაფერი წინ აქვთ ..
და მე როცა აღარ ვიქნები ჩვენი საქმე ჩვენი სამშობლოს მტრებისგან დახსნის საქმე მისი ერთიანობის და სიძლიერის საქმე თქვენ გააგრძელეთ.. მხედრიონის საბრძოლო ფრთა ისევ ბრძოლაშია..”, – წერს დაღუპულის მამა.
არსებული ინფორმაციით, ჯაბა ხოფერია სავარაუდოდ, ქიმიურმა ნივთიერებამ მოწამლა, რის შემდეგაც რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ, საავადმყოფოში დაიღუპა.
ჯაბა ხოფერია უკრაინაში დაღუპული 28-ე ქართველი მებრძოლია.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Farchil.xoperia%2Fposts%2Fpfbid05KFzjV775vRHLBpnPCF91m7bdjGCD1eJbFX7BEnV6yrHTk5emiMdhT1mKQpcX51pl&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”304″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს