Logo

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინა
1081
Frontnews image description

უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველის ვინაობა ცნობილია.

 

გარდაცვლილია ბატალიონ “კარპატსკა სიჩის” მებრძოლი, 46 წლის ვიტალი ორბელაძე, მეტსახელად “გრუზინი”.

 

ის რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქში, იზიუმში, 23 აპრილს მოკლეს, თუმცა ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით გუშინ გავრცელდა. 

 

ბატალიონის ცნობით, ვიტალი ორბელაძე უკრაინის მოქალაქე იყო, კიევში ცხოვრობდა. მას მეუღლე, 6 შვილი და 4 შვილიშვილი დარჩა.

 

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკვე 10 ქართველი მებრძოლია დაღუპული.

Advertisement