უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინაში, ქალაქ იზიუმთან შეტაკებებისას კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
რატი შურღაიამ რუსი ოკუპანტების მიერ კასეტური ბომბების ჩამოგდების შედეგად თავისა და გულ-მკერდის არეში მძიმე ჭრილობები მიიღო.
რატი შურღაიას უკრაინელი მეუღლე ჰყავს. ის ომის დაწყების პირველივე დღიდან წინა ხაზზე იბრძოდა.
ოჯახის წევრებს უკრაინულმა მხარემ მომხდარის შესახებ უკვე აცნობა.
უკრაინაში, რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ასობით ქართველი იბრძვის. ოკუპანტებთან ბრძოლას უკვე 11 ქართველი მებრძოლი შეეწირა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს