უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
უკრაინაში მებრძოლი ქართველების ინფორმაციით, 42 წლის ალუდა ზვიადაური ფრონტის ხაზიდან დაჭრილების გამოყვანას ცდილობდა, როდესაც ოკუპანტებმა ზურგში ესროლეს.
ალუდა ზვიადაური ლისიჩანსკში იბრძოდა. ის უკრაინაში ევროპიდან ჩავიდა.
დაღუპულის ცხედარი ფრონტის ხაზიდან მებრძოლებმა უკვე გამოასვენეს.
უკრაინაში რუსეთთან ომს უკვე 16 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს