Logo

უკრაინაში კიდევ ერთი ჟურნალისტი დაიღუპა

უკრაინა
1068
Frontnews image description

დონეცკის ოლქში, ბახმუტთან ბრძოლაში უკრაინელი ჟურნალისტი ალექსანდრ სავოჩენკო დაიღუპა. 

 

36 წლის სავოჩენკო რუსეთის სრულმასშტაბური სამხედრო აგრესიის დაწყებიდან საბრძოლო მოქმედებებში მოხალისედ მონაწილეობდა.

 

ჟურნალისტი ბროვარიში ცხოვრობდა. მას მშობლიურ სოფელში დაკრძალავენ.

 

უკრაინის ჟურნალისტთა ნაციონალური სამსახურის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან 38 ჟურნალისტი დაიღუპა, მათ შორის 8 პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, 12 სამოქალაქო მსხვერპლია, 18 კი უკრაინის დასაცავად თავდაცვის ძალების რიგებში იბრძოდა.

Advertisement