უკრაინაში მეგის ქარდავას საქმის მოსამართლე გარდაცვლილი იპოვეს


ავტორი
Front News საქართველო
კიევში, საკუთარ სახლში მოსამართლე ვიტალი პისანეცი გარდაცვლილი იპოვეს.
უკრაინის პოლიცია მომხდარის დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობს.
ცნობილია, რომ 53 წლის მოსამართლე გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე სტუმრებს მასპინძლობდა.
პოლიციის ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზების დასადგენად შესაბამისი ექსპერტიზებია დანიშნული.
მოსამართლე პისანეცმა რამდენიმე დღის წინ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას ექსტრადირების საქმე განიხილა და საექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯა.
მეგის ქარდავას ექსტრადირების შესახებ მორიგი პროცესი ხვალ, 13 სექტემბერს არის ჩანიშნული.
თაგები:
მეგის ქარდავა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა