Logo

უკრაინაში რუსულ სამხედრო აგრესიას დღემდე 161 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

უკრაინა
1038
Frontnews image description

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დღემდე 161 ბავშვი დაიღუპა და 264 დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურტურა ავრცელებს.

 

წინასწარი მონაცემებით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა კიევის ოლქში – 75, დონეცკში – 78, ხარკოვში – 59, ჩერნიგოვში – 49, მიკოლაევში – 34, ლუგანსკში – 31, ზაპოროჟიეში – 22, ხერსონში – 29, სუმიში – 16, ჟიტომირში – 15, დედაქალაქში – 16.

 

დაბომბვის შედეგად დაზიანდა 869 სასწავლო დაწესებულება. მათგან 83 მთლიანად განადგურებულია.

 

უკრაინის გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ მონაცემები არაა საბოლოო, რადგან ამ დრომდე აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

Advertisement