უკრაინაში საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია აგვისტოს ბოლომდე გახანგრძლივდა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინაში საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია აგვისტოს ბოლომდე გახანგრძლივდა.
უმაღლესმა რადამ საომარი მდგომარეობა 23 აგვისტომდე გაახანგრძლივა. გადაწყვეტილებას 320-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
პარლამენტმა დაამტკიცა პრეზიდენტის ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც საომარი მდგომარეობა 2022 წლის 25 მაისის 05:30 საათიდან კიდევ 90 დღით გაგრძელდება.
რადამ ასევე გაახანგრძლივა საყოველთაო მობილიზაცია 23 აგვისტომდე. პარლამენტმა პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულება 315 ხმით დაამტკიცა.
თაგები:
უკრაინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს