უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების წინ “დუმილის დღეა”


ავტორი
Front News საქართველო
კიევი: უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებიან. დღეს ქვეყანაში დუმილის დღეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მაშტაბით იკრძალება ნებისმიერი სახის აგიტაცია.
საარჩევნო უბნები ხვალ ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნება და 20:00 საათზე დაიხურება.
არჩევნების შესახებ კანონის მიხედვით, ხმის მიცემის უფლებით სარგებლობს უკრაინის ყველა მოქალაქე, რომელსაც უკვე შეუსრულდა 18 წელი.
არჩევნების დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება ეგზიტპოლები.
უკრაინის პრეზიდენტობისთვის 39 კანდიდატი იბრძვის, მათ შორის არიან ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ექსპრემიერი და პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო და ასევე, კომიკოსი და მსახიობი ვოლოდიმირ ზელენსკი. იმ შემთხვევაში თუ არჩევნებში ვერც ერთი მათგანი მიიღებს ხმათა 50 პროცენტზე მეტს, დაინიშნება მეორე ტური და თუ ეს ასე მოხდება, მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს