უკრაინაში საქართველოს საელჩოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინაში საქართველოს საელჩოსთან პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქცია იმართება.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის უკრაინაში მოქმედი ქართული სამხედრო დაჯგუფების მეთაურის მამუკა მამულაშვილის თქმით, აქცია დაორგანიზებულია უკრაინელების მიერ, რომელსაც ქართველი სამხედროებიც შეუერთდდნენ.
აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ, მათი განცხადებით, ის პრორუსული ხელისუფლების ტყვეობაში იმყოფება.
საელჩოსთან შეკრებულები ქართველ ხალხს ხვალ, 14 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისა და მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერისაკენ მოუწოდებენ.
“მოუწოდებთ ქართველ ხალხს იპოვონ ურთიერთგაგება და ძალა, გამოვიდნენ ხვალ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად. ამ აქციებმა უნდა შეიძინოს სიტემური ხასიათი. ეს აქციები უნდა დასრულდეს მიხეილ სააკშვილის გათავისუფლებით”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


