უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში აშშ პერსონალურ სანქციებს ვლადიმერ პუტინსაც დაუწესებს


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის სენატმა სანქციების შესახებ კანონპროექტი გამოაქვეყნა, რომელიც უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთის წინააღმდეგ დაწესდება. კანონპროექტი სანქციების ვლადიმერ პუტინისთვისაც დაწესებას ითვალისწინებს.
იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, სასანქციო სიაში რუსეთის პრეზიდენტი, რუსეთის პრემიერ-მინისტრი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები შეიძლება მოხვდნენ. სანქციები ქონების დაბლოკვასა და აშშ-ში შესვლის აკრძალვას ითვალისწინებს.
კანონპროექტის თანახმად, სანქციები არა მხოლოდ რუსეთის უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის შემთხვევაში, არამედ მოსკოვისა და მის მიერ კონტროლირებადი ძალების მხრიდან შემდგომი ესკალაციის შემთხვევაშიც შეიძლება დაწესდეს.
კანონპროექტით გათვალისწინებულია უკრაინისთვის 500 მილიონი დოლარის დახმარების გაწევაც.


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა