Logo

უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში ბაიდენი პუტინისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას განიხილავს

მსოფლიო
26.01.2022 / 11:28
786
Frontnews image description

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში შეიჭრება, აშშ ვლადიმერ პუტინისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას განიხილავს. 

 

“ის, თუ მთელი ძალებით დაიძვრება, ეს იქნება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი შეჭრა, ეს შეცვლის მსოფლიოს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

 

მისივე თქმით, აშშ უკრაინაში ჯარის შეყვანას არ აპირებს.

 

“ამერიკის ან ნატო-ს ძალების უკრაინაში განთავსების განზრახვა არ გვაქვს, თუმცა ესკალაციის შემთხვევაში, რუსეთისთვის სერიოზული ეკონომიკური შედეგები დადგება“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

Advertisement