Logo

უკრაინელი მეზღვაურები ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

საზოგადოება
791
Frontnews image description

დაკავებული უკრაინელები ვოდიმირ დიაჩენკო, იური ხომიჩი და მიხეილ ბატურინი ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. სასამართლომ დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, მათ შორის არც აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლის თაობაზე. 

მას შემდეგ, რაც სასამართლო პროცესზე მოსამართლის გადაწყვეტილება გამოცხადდა, ოჯახის წევრებმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს და მიღებულ გადაწყვეტილებას პოლიტიზირებული უწოდეს. 

უფლებადამცველების თქმით, არანაირ საზღვრის კვეთას არ ჰქონია ადგილი. რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორი აცხადებდა, რომ ჯერ კიდევ არ აქვთ პასუხები მათ ეჭვზე, რაც დაკავებისას გამოთქვეს, რომ თითქოს ეს ადამიანები, უკანონო გზით საქართველოში, მესამე პირის შემოყვანას ცდილობდნენ.

საქმის არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 24 თებერვალს დაიწყება.

დღევანდელი სხდომის პარალელურად, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან აქცია გამართეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა.

უკრაინის საგარეო უწყებამ დღეს განცხადება  გაავრცელა და საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის  მოქალაქეების საქმის სწრაფი, მიუკერძოებელი განხილვისკენ, აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა და მათი გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

თაგები:

Advertisement