უკრაინელი სამხედროები ხარკოვის ოლქში რუსეთის სახელმწიფო საზღვრამდე მივიდნენ


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების ტერიტორიული თავდაცვის 127-ე ბრიგადის 227-ე ბატალიონი ხარკოვის ოლქში რუსეთის სახელმწიფო საზღვრამდე მივიდა.
საზღვრიდან სამხედროებმა ვიდეო ჩაწერეს და პრეზიდენტ ზელენსკის მიმართეს.
“მივედით, ბატონო პრეზიდენტო, აქ ვართ! აქ არიან მესაზღვრეები, ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ აქ ვართ!” – მიმართავენ სამხედროები ზელენსკის.
ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის განცხადებით, უკრაინის არმია ამ დროისთვის ლუგანსკის ოლქის ათ პროცენტს აკონტროლებს.
უკრაინელმა სამხედროებმა გაერთიანებული ძალების პასუხისმგებლობის ზონაში გაანადგურეს ორი რუსული ვერტმფრენი, ხუთი უპილოტო თვითმფრინავი, სამი ტანკი და ექვსი ჯავშანმანქანა.
დონბასში ბოლო ერთ დღეში უკრაინის არმიის ნაწილებმა რუსეთის 17 შეტევა მოიგერიეს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს