უკრაინელი სამხედროები ხარკოვის რეგიონში, გოპტოვკაში შევიდნენ, რომელიც რუსეთის საზღვრიდან ორ კილომეტრშია

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინელი სამხედროები ხარკოვის ოლქის სოფელ გოპტოვკაში შევიდნენ, რომელიც რუსეთთან საზღვრიდან ორ კილომეტრზე ნაკლებ მანძილზეა, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების 130-ე ბატალიონი ავრცელებს.
“11 სექტემბერს გოპტოვკა უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ გადმოვიდა. 130-ე ბატალიონი ულოცავს უკრაინელ ხალხს”, – აცხადებენ სამხედროები გამოქვეყნებულ ვიდეოში.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელი სამხედროები ხარკოვის ოლქის კაზაკ ლოპანში შევიდნენ.
ოკუპანტებმა დატოვეს ხარკოვის რეგიონის სასაზღვრო ზოლოჩივის თემის ტერიტორიაც.
ამ დროისთვის უკრაინის დამცველებმა რეგიონში 40-მდე დასახლება უკვე გაათავისუფლეს.
თაგები:
უკრაინა
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


