Logo

უკრაინელმა სამხედროებმა დონბასში მტრის 12 თავდასხმა მოიგერიეს

უკრაინა
1106
Frontnews image description

უკრაინელმა ჯარისკაცებმა დონბასში მტრის 12 თავდასხმა მოიგერიეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

მისივე ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში განადგურდა მტრის ექვსი ტანკი, ხუთი საარტილერიო სისტემა, ოცდაორი ჯავშანმანქანა და რვა სატრანსპორტო საშუალება.

 

გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ მტერი აგრძელებს სრულმასშტაბიან შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში ტექნიკის მნიშვნელოვანი დანაკარგის შევსებას ცდილობს.

Advertisement