Logo

უკრაინელმა სამხედროებმა ერთ დღეში 400 ოკუპანტი გაანადგურეს – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
825
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.  

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 44 700 (+400) ჯარისკაცი დაკარგა.                                                    

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 19.08-მდე:  ტანკები – 1 899 (+10), ჯავშანტექნიკა – 4 195 (+16), საარტილერიო სისტემები – 1016 (+6), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 266 (+1).         

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 141 (+5), თვითმფრინავი – 234 (+0), ვერტმფრენები – 197 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 795 (+2), ფრთოსანი რაკეტები – 190 (+0).  მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+0).          

 
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 3 130 (+69), სპეციალური ტექნიკა – 94 (+1).

 
გენშტაბის მონაცემებით, ყველაზე დიდი დანაკარგი მტერმა  დონეცკის მიმართულებით განიცადა.

Advertisement