Logo

უკრაინელმა სამხედროებმა ერთ დღეში 500 ოკუპანტი, 4 რუსული ვერტმფრენი და 1 თვითმფრინავი გაანადგურეს

უკრაინა
1463
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.    

 

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 57 200 (+500) ჯარისკაცი დაკარგა.         

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 26.09-მდე:  ტანკები – 2 290 (+15), ჯავშანტექნიკა – 4 857 (+25), საარტილერიო სისტემები – 1369 (+1), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 330 (+2).           

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 172 (+1), თვითმფრინავი – 260 (+1), ვერტმფრენები – 224 (+4), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 970 (+4), ფრთოსანი რაკეტები – 241 (+0).  მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+0).                      

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 3 711 (+10), სპეციალური ტექნიკა – 131 (+1).     

 

გენშტაბის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში ყველაზე მეტი დანაკარგი ოკუპანტებმა ისევ კრამატორსკის და დონეცკის მიმართულებით განიცადეს.

Advertisement