უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქში 3 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს


ავტორი
Front News საქართველო
ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, უკრაინული ჯარი ხარკოვის ოლქში კონტრშეტევაზე გადავიდა და სამი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა.
“ფრონტის ხაზიდან კარგი სიახლეები გვაქვს. უკრაინის შეიარაღებული ძალები გუშინ დილით წარმატებულ კონტრშეტევაზე გადავიდნენ. მთელი დღის განმავლობაში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა. ჩვენმა სამხედროებმა დერგაჩოვის რაიონის სამი დასახლებული პუნქტიდან: ბეზრუკიდან, სლატინოდან და პრუდიანკიდან რუსული ჯარები განდევნეს და პოზიციებზე გამაგრდნენ“, – აცხადებს სინეგუბოვი.
მისივე თქმით, რუსული საოკუპაციო ჯარი ხარკოვისა და ოლქის მასშტაბით სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იერიშების მიტანას აგრძელებს. სინეგუბოვის ინფორმაციით, დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის იერიშს 2 ადამიანი ემსხვერპლა, 19 კი დაიჭრა.
თაგები:
ხარკოვი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს