Logo

უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში 70 რუსი ოკუპანტი და საბრძოლო მასალების საცავი გაანადგურეს

უკრაინა
1451
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში რუსი ოკუპანტების საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს და 70 რუსი მოკლეს (რაოდენობა ზუსტდება), – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

 

“რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ცდილობენ განახორციელონ საჰაერო დაზვერვა ოდესის ოლქის ტერიტორიაზე. ისინი განიცდიან ზარალს. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ჯგუფმა წინა დღეს ათი საჰაერო სამიზნე გაანადგურეს: სამი თვითმფრინავი, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი და სამი საკრუიზო რაკეტა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement