უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ 200 ოკუპანტი გაანადგურეს – რუსეთის ახალი დანაკარგები


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 35 450 (+200) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 29.06-მდე: ტანკები – 1 572 (+5), ჯავშანტექნიკა – 3 720 (+16), საარტილერიო სისტემები – 781 (+3), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 246 (+3).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 103 (+1), თვითმფრინავი – 217 (+0), ვერტმფრენები – 185 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 640 (+4), საკრუიზო რაკეტები – 142 (+3).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 14 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 2 598 (+9), სპეციალური ტექნიკა – 61 (+0). როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს