Logo

უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ 300 ოკუპანტი და ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს – განახლებული მონაცემები

უკრაინა
631
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.                      

 

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 37 200 (+300) ჯარისკაცი დაკარგა.                                        

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 09.07-მდე:  ტანკები – 1 638 (+1), ჯავშანტექნიკა – 3 815 (+4), საარტილერიო სისტემები – 832 (+4), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 247 (+0).

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 108 (+1), თვითმფრინავი – 217 (+0), ვერტმფრენები – 187 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 674 (+5), საკრუიზო რაკეტები – 155 (+0). 

 

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+0).

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 2 687 (+2), სპეციალური ტექნიკა – 66 (+0).   

 

მტერმა ყველაზე დიდი დანაკარგი გასული დღე-ღამის განმავლობაში კრამატორსკის მიმართულებით განიცადა.

თაგები:

დანაკარგი
Advertisement