უკრაინელმა სამხედროებმა მელიტოპოლში ოკუპანტების სამხედრო ბაზა გაანადგურეს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მელიტოპოლში დამპყრობლების ოთხი სამხედრო ბაზიდან ერთი გაანადგურეს, მტერზე 30-ზე მეტი დარტყმა განხორციელდა, – ამის შესახებ ქალაქის მერმა ივან ფედოროვმა განაცხადა.
“დღეს ღამით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მელიტოპოლში რაშისტების 4 სამხედრო ბაზიდან ერთ-ერთი მწყობრიდან გამოიყვანეს. მათ 30-ზე მეტი დარტყმა მიაყენეს რუსეთის სამხედრო ბაზას”, – განაცხადა ფედოროვმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მოსალოდნელია მელიტოპოლის მოსახლეობის დიდი ნაკადის ევაკუაცია.
“ჩვენი ამოცანაა დავეხმაროთ იმ ადამიანების განთავსებაში, რომლებსაც სურთ ზაპოროჟიეში გამგზავრება“, – აღნიშნა მერმა.
ასევე, მისივე თქმით, გუშინ, წინააღმდეგობის ძალების წყალობით, დამპყრობლების ჯავშანტექნიკა საბრძოლო მასალით რელსებიდან გადავიდა.
“ახლა ოკუპანტები ცდილობენ მოახდინონ პროვოკაციები, რომ მოხდა მშვიდობიანი ტერიტორიების დაბომბვა, დაზარალდა მშვიდობიანი მოსახლეობა, განადგურდა ურბანული ინფრასტრუქტურა. ეს არ მომხდარა!”, – აცხადებს ფედოროვი.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს